Google+ Followers

sexta-feira, 11 de setembro de 2015

აქ თქვენ შეგხვდებათ უნიკალური ძველი ტრადიციების და თანამედროვე მდუღარე ცხოვრების შერწყმა, ქართველოში -- combinação única de tradições antigas e vida moderna na Georgia

5. ბეთანიის მონასტერი
ბეთანიის მონასტერი- ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს. აქ დასვენება თამარ მეფეს უყვარდა და ეს გასაკვირი არაა, რადგან მონასტერს განსაკუთრებული აურა აქვს. ბეთანიას ხშირად სტუმრობენ არა მხოლოდ ტურისტები და არქიტექტორები, არამედ ისინი ვინც იკონოგრაფიას აფასებს.





4. ჯვრის მონასტერი
ჯვრის მონასტერი- VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, სადაც 2 მდინარე უერთდება ერთმანეთს. ულამაზესი მცხეთა ყოველთვის შთააგონებდა მწერლებს და პოეტებს რაიმე განსაკუთრებულის შესაქმნელად.





3. დავით-გარეჯის კომპლექსი
ალბათ საქართველოში არ არის ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ იყო ამ კომპლექსში ნამყოფი. დავით-გარეჯი ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. მიწიერი სილამაზე აქ ზეციურს ერწყმება და გასაოცარ შთაბეჭდილებას ქმნის.






2.უფლისციხე – კლდეში ნაკვეთი ქალაქია. ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამოირჩევა დიდი ზომებით, გეგმარების და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. ეს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია,რომელიც ყველამ უნდა მოინახულოს.




1.მარტვილის კანიონი 
მარტვილი დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუთხის სილამაზე გაოცებულებს დაგტოვებთ. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს ქმნის.







fonte: @edisonmariotti #edisonmariotti http://wenews.ga/?p=953

colaboração: 

Xatuna Xubua



--br
1.martvilis Canyon
Mártir na parte nordeste do Ocidente. Ângulo beleza licença espantado. Vales fluviais nas margens das belas formações cria um alívio maravilhoso.



2.uplistsikhe - cidade escavada na rocha. Salas de antiguidade rupestres e edifícios distinguem por seu grande tamanho, planejamento e formas arquitetônicas de precisão geométrica, decorações com alta performance artística. A Geórgia é um dos locais distintivo que todos devem visitar.



3. complexo David-Gareji
Talvez na Geórgia não é um homem que uma vez foi neste complexo ter sido. David-Gareji um feudal do excelente centro religioso e cultural do complexo do mosteiro. Localizado no município, 60-70 km a sudeste, o mosteiro de Sir. Beleza terrestre deste planícies celestiais e cria uma impressão marcante.



4. Cruz Mosteiro
Cruz Mosteiro igreja do século VI e mosteiro, situado no leste de Mtskheta, o Mtkvari e Aragvi, montanha rochosa. Lista do Património Mundial da UNESCO. A Geórgia é um dos lugares mais bonitos, onde o rio se junta a outros 2. Belas Mtskheta escritores e poetas sempre inspiraram a criar algo especial.



5. mosteiro Bethany
Betania Mosteiro monumento arquitetônico georgiano, construída nos séculos XII-XIII. O mosteiro está localizado na aldeia abandonada de Kwesi, na parte ocidental da região Didgori, o rio Vere, o seu lado direito. Tamara rei gostava de descansar aqui e isso não é surpreendente, porque o mosteiro tem uma aura especial. Bethany é frequentemente visitado por turistas e não só para arquitetos, mas para aqueles que apreciam a iconografia.

Nenhum comentário:

Postar um comentário